ჩვენ შესახებ

 

 

 

შეზღუდული  პასუხისმგებლობის  საზოგადოება  ’’სალხინო’’ დაფუძნდა  1996  წლის  18  სექტემბერს; საწესდებო  კაპიტალი  დაფუძნებისას  შეადგენდა   1000  აშშ  დოლარის  ექვივალენტს  ლარებში; იურიდიული  მისამართი:   საქართველო, თბილისი, ა.  წერეთელის  გამზირი  №55, მე-2  კორპუსი,  ბინა  №41

შპს  ’’სალხინო’’-ს  100  პროცენტიანი  წილის  მფლობელია--როინ  ნოეს-ძე  ნაჭყებია, რომელიც  იმავდროულად  არის პრეპარატების: ’’სალხინო’’; ’’ფერდის’’  და „ბად ანტიოქსიდანტი“-ს ავტორი  და  კომპანიის  გენერალური  დირექტორი.  კომპანიის  საკუთრებაშია  საოფისე  ფართები  ქ.  თბილისში; 1.103კვ.მ.  ფართის.  მდებარეობს  დ. აღმაშენებელის  გამზირზე  №154-ში.  11  სართულიანი  შენობის  მე-5-ე  სართულზე.  ამ  ფართის  ამჟამინდელი  საბაზრო  ღირებულება  შეადგენს  დაახლოვებით  155,0  ათას  აშშ. დოლარს;  

2.116,24  კვ.მ.  ფართის, მდებარეობს  ა.  წერეთელის  გამზირზე  №55-ში,  ამ  ფართის  ამჟამინდელი  საბაზრო  ღირებულება  დაახლოვებით  115,0  ათას  აშშ.  დოლარის  ფარგლებშია.

ძირითადი  საოფისე  საქმიანობა  მიმდინარეობს  დ. აღმაშენებელის  გამზირზე  №154-ში  განთავსებულ  ოფისში.

კომპანიის  ძირითადი  საამქრო  განთავსებულია  მარტვილის  რაიონის  სოფელ  სალხინოში. იგი  წარმოადგენს  1040  კვ.  მეტრის  ფართის  მქონე  შენობას (ყოფილი  ჩაის  ფაბრიკა) სადაც  მიმდინარეობს  წამლის  დასამზადებლად  აუცილებელი  ნედლეულის  მიტანა  და  გადამუშავება (გარეცხვა, გაშრობა, დაფქვა, შეზავება). შენობა  თავის  მხრივ  შედგება  რამოდენიმე  უბნისაგან, კერძოდ  დარბაზისაგან  სადაც  ხდება  ნედლეულის  გარეცხვა, საშრობი  ოთახისაგან სადაც განლაგებულია  ცხელი  ჰაერის  დანადგარები, აგრეთვე  მინის პავილიონისაგან,  სადაც  ხდება  გამშრალი  ნედლეულის  დაფქვა  და  შეზავება. დამზადებული  ფხვნილი  თავსდება  კასრებში, რომლებიც  ილუქება  და  იგზავნება  ქ.  თბილისში  სადაც  გრძელდება  საწარმოო  პროცესი--ხდება  ფხვნილის  ლაბორატორიული  შემოწმება,  სტერილიზაცია, კაფსულირება  და  შეფუთვა (როგორც  პირველადი  ასევე  მეორადი).  საწარმოო  პროცესებს  ქ.  თბილისში  ეწევა   შპს ’’ნეოფარმი’’,  რომელსაც ამისათვის  გააჩნია  ყველა  აუცილებელი  დანადგარი  და  მოწყობილობა  და  რომელთანაც  შპს  ’’სალხინო’’  ხელშეკრულებითაა  დაკავშირებული.

პროდუქციის  რეალიზაცია  ხდება  საბითუმო  პარტიებად  ანაზღაურების  სხვადასხვა  პირობებით, რისთვისაც  შპს  ’’სალხინოს’’ დამყარებული  აქვს  კონტაქტები  საქართველოში  მოქმედ  მსხვილ  სააფთიაქო  კომპანიებთან.

გარდა  ძირითადი  საქმიანობისა  კომპანიას  გააჩნია  შესაძლებლობა  აწარმოოს  სხვა  საქმიანობაც.  მის  საკუთრებაშია  მარტვილის  რაიონის  სოფელ  სალხინოში  ვახას  ხეობის  მარჯვენა  სანაპიროზე  განთავსებული  ხის  გადამამუშავებელი  საამქრო  საერთო  ფართით  220  კვ.მ.  და  ამავე  ხეობის  მარჯვენა  სანაპიროს  მიმდებარე  ტერიტორიაზე  480  კვ.მ.  მიწის  ფართობზე  განთავსებული  საამშენებლო  ბლოკის  დამამზადებელი  საამქრო, რომლის  საერთო  ფართი  144  კვ. მეტრია.  აღნიშნული  ობიექტების  ამჟამინდელი  ჯამური  საბაზრო  ღირებულება  დაახლოვებით  70  ათასი  აშშ.  დოლარია.

აღნიშნული  საამქროების  შექმნის  ძირითადი   მიზანი  იყო  ის, რომ  სამედიცინო  პრეპარატების  წარმოების  გაფართოებისათვის  ახალი  ობიექტების  მშენებლობის  ან  არსებული  ობიექტების  რემონტის  დროს  კომპანიას  საკუთარი  ძალებით  ეწარმოებინა  ზოგიერთი  სახეობის  საამშენებლო  მასალა  და  ამით  შეემცირებინა  შესაბამისი  კაპიტალური  ხარჯები,  თუმცა  იმის  გათვალისწინებით, რომ  მარტვილის  რაიონი  საქართველოში  ტყეებით  ერთ-ერთი  ყველაზე  უფრო  მდიდარი  რაიონია,  არსებობს  სამშენებლო მასალების   დამამუშავებელი  საამქროების  კომერციალიზაციის  დონის  გაზრდის  კარგი  პერსპექტივაც.