ჩვენი გუნდი
ნებისმიერ ფუნქციონირებად ვებ-გვერდს ესაჭიროება ტექნიკური პერსონალი, რომელიც საჭიროებისამებრ გადააკეთებს ან განაახლებს არსებულ საიტს. ტექნიკური პერსონალის საჭიროება გამომდინარეობს იქედან, რომ საიტის ადმინისტრატორებს ხშირად არ აქვთ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რასაც ამ ტიპის სამუშაო მოითხოვს ხოლმე.
მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ საიტის ფონის, ტექსტის ფერის/ზომის/ფონტის შეცვლა, მოდულების პოზიციონირება ან დამატება.

ამ ყველაფერთან ერთად, ტექნიკური გუნდი საიტის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს. სწორედ ტექნიკურ გუნდს ევალება საიტზე მონიტორიგნის ჩატარება და სისტემის ბექაფირება/განახლება.
კომპანია გთავაზობთ ტექნიკური მხარდაჭერის მოქნილ სერვისს. მოგვანდეთ თქვენი საიტის უსაფრთხოება. ჩვენი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, გაგიწევთ სრულფასოვან მომსახურებას!
სერვისის ღირებულება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია საიტის მოცულობაზე, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.