საჯარო განცხადება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს ბატონ სერგო მეთოფიშვილს. შპა „სალხინოს“ სამეცნიერო საბჭოს

საჯარო  განცხადება

        როგორც თქვენთვის ცნობილია მოსამართლემ ლევან გვარამიამ 2015 წელს მიიღო ბუნდოვანი და ორაზროვანი 2/331714 გადაწყვეტილება. დღეს საკამათო არ არის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეშმაკურად არის დაწერილი და მიზნად ისახავს სოლიდური მოგების მიღებას და ფარმაცევტული წარმოება „სალხინოს“ განადგურებას.  

      საზოგადოებისთვის გაუგებარია, თუ როგორ ახერხებს მოძალადე მხარე მოსამართლის ბუნდოვანი და ორაზროვანი,  „ეშმაკურად დაწერილი“ გადაწყვეტილებით ყველას ნაცარი შეაყაროს თვალში და სასამართლო სისტემის გამოყენებით მიითვისოს ასეულობით ათასი ლარი, საინტერესოა ამის საშუალებას იძლევა კანონი  თუ პიროვნება. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აინტერესებს ყველას.  

      დარწმუნებულები ვართ, რომ დღევანდელ ყოფაში სამართლი მთლად ჩალით არ არის დახურული და გამოინახება უფლებამოსილი პირები, რომელიც აღნიშნული გამოძალვის მიზნით დაწერილ გადაწყვეტილებას ბათილად ცნობს, მასში დაწერილი გამოგონილი ბრალდებების გამო.

       ნათქვამია „სანამ პავლე მოვიდა - პეტრეს ტყავი გააძვრესო“ ასეა ჩვენი საქმეც.

       ფაქტია, რომ დამნაშავეებმა ჭამის ნორმად იქციეს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებლო ფურცელი და ტყავს გვაძრობენ, თავად კი ზეიმობენ, ვინაიდან მათ დამკვეთებისგან ალბათ მიიღეს სოლიდური შემოსავალი წარმოების გასანადგურებლად. მიითვისეს 102 420 ლარის ღირებულების პროდუქცია.

აუდიტის მიერ შეფასებული სალხინოს 500 000 ლარზე მეტის ღირებულების ქონება, შეიძინეს 19 600 ლარად აუქციონის გზით და გაინაწილეს. დაყადაღებული აქვთ დანარჩენი ქონება და აუქციონის გზით ყიდიან. 200 000 ლარის ინკასო უდევთ სალხინოს ანგარიშზე და ანადგურებენ უნიკალური რეცეპტით დამზადებულ  წამლების წარმოებას, რაც მათი მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს გამოყენებით.

      ფაქტია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომჩივნებმა მოსამართლესთან შეთანხმებით ან მისი შეცდომაში შეყვანით შეკერეს თაღლითობის მიზნით 2/331714  გადაწყვეტილება სოლიდური მოგების მისაღებად და ფარმაცევტული წარმოების გასაკოტრებლად, ეს ფაქტია და ამის უარყოფა ყოვლად შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნული ძალადობა აშკარაა და შავი-თეთრზე იკითხება მოსამართლის „ეშმაკურად დაწერილი“  2/331714  გადაწყვეტილებაში.  

      აღნიშნული დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით, ჩვენ მივმართეთ უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ქადაგიძეს. 09. 06. 2020 წელს პასუხად მივიღეთ, რომ ჩვენი საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ქვემდებარებით გადაეგზავნა საქმის განმხილვევ სასამართლოს, თუ რა შედეგი მოყვება ამას უცნობია. შეიძლება წლები დასჭირდეს აღნიშნული დანაშაულის შეჩერებას, ვინაიდან დამნაშავეები ფინანსურად უზრუნველყოფილნი გახდნენ და მათ ზურგს უმაგრებს გავლენიანი მოსამართლე. ჟამთასვლა კი ანადგურებს დაბლოკილ წარმოებებს და ხელსაყრელია დამნაშავეებისთვის მიზნის მისაღწევად. მათ, იმიტომ გადაწყვიტეს განადგურება და სოლიდური მოგების მიღება, რომ იცოდნენ შპს „სალხინოს“,  წარმოების გაფართოების მიზნით შეთანხმება ჰქონდა ბანკთან რომ მიზნობრივად მიიღებდა საჭირო თანხას ფიტომრეწველობის გასანვითარებლად, ამიტომ მოსამართლე ლევან გვარამიას 14. 07. 2014 წლის განჩინებით, ყადაღა დაადეს „სალხინოს“ ქონებას და ამ ქმედებით ბუნებრივია შეგვილახეს რეპუტაცია საფინანსო ინსტიტუტებთან, მოგვისპეს დაფინანსების წყარო. როცა დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ვერ შევძლებდით ფართო მასშტაბით მედიკამენტების წარმოებას, 8 თვის შემდეგ გამოიგონეს აღნიშნული „ეშმაკურად დაწერილი“   2/3317-14 გადაწყვეტილება და ბრალი დაგვდეს 185163, 83 ლარის მითვისებაში.

       თბილისის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში იქნა გამოგონებული აღნიშნული დანაშაული, ამიტომ ამ უწყებამ უნდა ცნოს ბათილად 2/3317-14 გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ არ მოხდეს დანაშულის დაფარვა სასამართლო სისტემის გამოყენებით. ვინაიდან, წლებია  სამართალდამცველებისგან ვითხოვთ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მოსამართლე ლევან გვარამიას გადაწყვეტილებაში არის  გადაცდომები. ვამტკიცებთ, მისი გადაწყვეტილება ბუნდოვანია, მათემატიკურად არ არის სწორი და მიზნად ისახავს სოლიდური მოგების მიღებას. დანაშაულის შეჩერებას კი ვერავინ ბედავს. ჩვენ დამნაშავეების მხილებისთვის ვითხოვთ კრიმინალის ჩადენის მიზნით დაწერილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

     ამიტომ, მოგმართავთ დახმარებისთვის, რომ გადავარჩინოთ სამედიცინო პრაქტიკაში სამკურნალო ეფექტით გამორჩეული ფიტომრეწველობა.

      გთხოვთ, აიყვანეთ ეს საქმე პირად კონტროლზე და გამონახეთ გამოსავალი იმისთვის, რომ აღიკვეთოს აღნიშნული დანაშაული, რომელიც დღესაც ანადგურებს ფარმაცევტულ წარმოებას და უსაფუძვლოდ ამდიდრებს დამნაშავეებს. 2/3317-14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა აუცილებლად ამხელს დამნაშავეებს,  აიძულებს მათ აღიარონ თავიანთი დანაშაული. იძულებულნი გახდებიან შეწყვიტონ სხვისი ქონების მითვისება და განადგურება.

    კიდევ ერთხელ გხოვთ!

    დროულად შეაჩეროთ მიმდინარე დანაშაული და მოგვცეთ საშუალება ვაწარმოოთ წამლები.

 

P. S.  თუ, რა გადაცდომებს აქვს ადგილი;

         თუ, რა „ეშმაკურად დაწერილი“ გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ლევან გვარამიამ;

         თუ, რა უსამართლოდ მოექცნენ  ფარმაცევტიული წარმოება შპს „სალხინოს“;

         თუ, რა გაუკეთეს უნიკალური რეცეპტით დამზადებულ წამლების წარმოებას, ნაჩვენებია   დეტალურად და ვრცლად ვებ. გვერდზე www.pherdi.ge;  ბროშურაში - „თაღლითობა სასამართლო სისტემის გამოყენებით და გასანადგურებლად განწირული წამლები“;  ჟურნალში - „საქართველო თვითმყოფადობით დიდია, გადავარჩინოთ ეს სიდიადე“;  და დოკუმენტურ ფილმებში.